მეცხრე  დღის რეფლექსია
დღეს სიხარულით სავსე დღეა.ტრენერის ყველა დავალება შესრულებული მაქვს, ,,მითითებები ყურადღებით მოვისმინე,ვისწავლე პორტფოლიოს ელექტრონულ ფოსტაზე დადება,გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმის პრეზენტაცია,ძალიან საინტერესო გამოვიდა,ბევრ შეკითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა,თეამ საინტერესო რჩევა მომცა,არ ვიცი გავითვალისწინებ,თუ ,არა.შემაქო ქალბატონმა შორენამ და ძალიან მესიამოვნა.
საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა ირმამ -,,ანაბარი ბანკში''.თემა იყო ძალიან ცხოვრებისეული,შესაბამისად, მოსწავლეები პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას ისწავლიან.
ტრენინგმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი დრო ,რომელიც ჩემი პროფესიული სრულყოფისათვის გამოვიყენე. დიდი მადლობა ქალბატონ შორენას იმ დიდი ენთუზიაზმისა და ენერგიისათვის, რომელიც მან ამ ტრენინგში ჩადო იმ სითბოსა და სიყვარულისათვის,რომელსაც იგი თითოეული ჩვენგანისადმი იჩენდა. ვუსურვებ მას წარმატებებსა და ბედნიერებას.

Comments

  1. რა კარგი გოგო ხარ ასმათ.მუდამ ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე მენახე

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა,მაგრამ რით დავიმსახურე შენი მოწონება?

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

მეოთხე დღის რეფლექსია

მერვე დღის რეფლექსია