მეცხრე დღის რეფლექსია დღეს სიხარულით სავსე დღეა.ტრენერის ყველა დავალება შესრულებული მაქვს, ,,მითითებები ყურადღებით მოვისმინე,ვისწავლე პორტფოლიოს ელექტრონულ ფოსტაზე დადება,გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმის პრეზენტაცია,ძალიან საინტერესო გამოვიდა,ბევრ შეკითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა,თეამ საინტერესო რჩევა მომცა,არ ვიცი გავითვალისწინებ,თუ ,არა.შემაქო ქალბატონმა შორენამ და ძალიან მესიამოვნა. საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა ირმამ -,,ანაბარი ბანკში''.თემა იყო ძალიან ცხოვრებისეული,შესაბამისად, მოსწავლეები პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას ისწავლიან. ტრენინგმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი დრო ,რომელიც ჩემი პროფესიული სრულყოფისათვის გამოვიყენე. დიდი მადლობა ქალბატონ შორენას იმ დიდი ენთუზიაზმისა და ენერგიისათვის, რომელიც მან ამ ტრენინგში ჩადო იმ სითბოსა და სიყვარულისათვის,რომელსაც იგი თითოეული ჩვენგანისადმი იჩენდა. ვუსურვებ მას წარმატებებსა და ბედნიერებას.
Popular posts from this blog
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს გავიარეთ მესამე და მეოთხე მოდული.გავეცანით ერთმანეთის დავალებას. ვისაუბრეთ ინტერნეტის,როგორც ერთ-ერთი საძიებო სისტემისა და საკომუნიკაციო საშუალების შესახებ. ვისწავლე კვლევის ჩართვა პროექტში,როგორც სოციალურ ქსელში,ასევე თანატოლებთან. ჩემთვის ეს სსასურველი სიახლეა. საინტერესო აღმოჩნდა სურათებისა და ვიდეოების მოძიება და შენახვა,საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა.ჩავინიშნეთ საშინაო დავალება-მოსწავლის როლი უნდა მოვირგო და დავწერო პრეზენტაცია.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს გავაგრძელეთ მეორე დონის მოდულებზე მუშაობა. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმის თემატური კითხვები,ვიმსჯელეთ, რამდენად სწორად გვქონდა შერჩეული კითხვები,მოვისმინეთტრენერის შენიშვნები .შევარჩიეთ პროექტის გეგმის მეთოდები და ინსტრუმენტები,შევავსეთ დროის ჩარჩო,შევქმენით წინარე ცოდნის შესამოწმებელი კითხვები.დღე დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით.
გავეცანი ასმათ დიდი ყურადღებით, ბევრი გიშრომია, საინტერესო იყო ჩემთვის. წარმატებებს გისურვებ.
ReplyDelete