მეცხრე დღის რეფლექსია დღეს სიხარულით სავსე დღეა.ტრენერის ყველა დავალება შესრულებული მაქვს, ,,მითითებები ყურადღებით მოვისმინე,ვისწავლე პორტფოლიოს ელექტრონულ ფოსტაზე დადება,გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმის პრეზენტაცია,ძალიან საინტერესო გამოვიდა,ბევრ შეკითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა,თეამ საინტერესო რჩევა მომცა,არ ვიცი გავითვალისწინებ,თუ ,არა.შემაქო ქალბატონმა შორენამ და ძალიან მესიამოვნა. საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა ირმამ -,,ანაბარი ბანკში''.თემა იყო ძალიან ცხოვრებისეული,შესაბამისად, მოსწავლეები პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას ისწავლიან. ტრენინგმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი დრო ,რომელიც ჩემი პროფესიული სრულყოფისათვის გამოვიყენე. დიდი მადლობა ქალბატონ შორენას იმ დიდი ენთუზიაზმისა და ენერგიისათვის, რომელიც მან ამ ტრენინგში ჩადო იმ სითბოსა და სიყვარულისათვის,რომელსაც იგი თითოეული ჩვენგანისადმი იჩენდა. ვუსურვებ მას წარმატებებსა და ბედნიერებას.
Popular posts from this blog
მესამე დღის რეფლექსია
მესამე დღე დავიწყეთ ერთმანეთის პროექტის თემების გაცნობით.სტანდარტებისა და ინდიკატორების გამოყენებით ჩამოვაყალობეთ პროექტის მიზნები.საინტერესო იყო მსჯელობა ზოგად, თემატურ და შინაარსობრივი კითხვების დასმაზე.მოდული 2-ის აქტივობა პირველი და მეორე შინაარსიბრივადაც საინტერესო იყო და პრაქტიკული საქმიანობითაც.
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს გავიარეთ მესამე და მეოთხე მოდული.გავეცანით ერთმანეთის დავალებას. ვისაუბრეთ ინტერნეტის,როგორც ერთ-ერთი საძიებო სისტემისა და საკომუნიკაციო საშუალების შესახებ. ვისწავლე კვლევის ჩართვა პროექტში,როგორც სოციალურ ქსელში,ასევე თანატოლებთან. ჩემთვის ეს სსასურველი სიახლეა. საინტერესო აღმოჩნდა სურათებისა და ვიდეოების მოძიება და შენახვა,საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა.ჩავინიშნეთ საშინაო დავალება-მოსწავლის როლი უნდა მოვირგო და დავწერო პრეზენტაცია.
გავეცანი ასმათ დიდი ყურადღებით, ბევრი გიშრომია, საინტერესო იყო ჩემთვის. წარმატებებს გისურვებ.
ReplyDelete